მთავარიახალი ამბებისლაიდი

ცნობილია, სად იპოვეს წყალტუბოდან გაუჩინარებული გოგონა

ცნობილია, სად იპოვეს წყალტუბოდან გაუჩინარებული გოგონა

წყალტუბოში დაკარგული 22 წლის ლიკა გიორგობიანი პოლიციამ აჭარაში, ბათუმში იპოვა. ის თავს კარგად გრძნობს და ოჯახი ინფორმირებულია.

“ლიკა პოლიციამ აჭარაში, ბათუმთან იპოვა. თავს კარგად გრძნობს და უვნებელია. მალე შევხვდებით და მომხდარის მიზეზებზე მოგვიანებით გაგესაუბრებით, ახლა მეტი არაფერი ვიცი. დიდი მადლობა მინდა შსს-ს გადავუხადო, რომ ჩვენი გოგო იპოვეს და მალე შეგვახვედრებენ”, – ამბობს ლიკა გიორგობიანის ახლობელი.

მომხდარზე შსს-ში განაცხადეს, რომ წყალტუბოდან გაუჩინარებული ლიკა გიორგობიანი პოლიციამ იპოვა.

22 წლის ლიკა გიორგობიანს 8 დღე ეძებდნენ.

 

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები