მთავარიახალი ამბებისლაიდი

ცნობილია შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ქუთაისში, ბანკში მძევლები აიყვანა

ცნობილია შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ქუთაისში, ბანკში მძევლები აიყვანა

თავდამსხმელი, რომელიც დღეს ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა, 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

მამაკაცი უკვე დაკავებულია.

გათავისუფლებულ მძევლებს მძიმე ემოციური ფონის ნიადაგზე სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მძევლები ახლა იმერეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე არიან.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები