მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წელზე მეტია უკვე ეს ბორდიურის ნაწილები ასე ყრია ნიუპორტის ქუჩის დასაწყისში”

“წელზე მეტია უკვე ეს ბორდიურის ნაწილები ასე ყრია ნიუპორტის ქუჩის დასაწყისში”

ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი ავარიულია.

მოსახლეობის თქმით, ტროტუარზე ბეტონის მძიმე ნატეხებია განთავსებული, რაც მოსახლეობას გადაადგილების მხრივ დისკომფორტს უქმნის.

“წელზე მეტია უკვე ეს ბორდიურის ნაწილები ასე ყრია ნიუპორტის ქუჩის დასაწყისში. ერთ ადგილზე მილები გაფუჭდა და მის შესაკეთებლად მოყვანილმა ტრაქტორმა გადაიარა. თვითონ ბორდიურიც იშლება და პერიოდულად სამანქანე გზაზე ცვივა. საკმაოდ მძიმე ნატეხებია და ჩვენი ძალით ვერ გაგვაქვს. მაშინ გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო პროექტში იყო ჩასმული და ველოდით, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს, რომ შეკეთებას აპირებს ვინმე. თუ ვინმე არის ჯგუფში, ვინც მუშაობს შესაბამის სამსახურში, გთხოვთ, მოგვიგვაროთ ეს პრობლემა”, – წერს სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები” თამარ რიაბუხა.

კომენტარები