მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 4-სულიანი ოჯახი ხანძრის შედეგად სახლის გარეშე დარჩა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 4-სულიანი ოჯახი ხანძრის შედეგად სახლის გარეშე დარჩა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში ვარდანიძეების 4-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ვარდანიძეების სახლი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა.

შემთხვევის დროს სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ხანძარს ყველა მათგანი უვნებლად გადაურჩა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ვარდანიძეების ოჯახი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარს მიიღებს.

კომენტარები