მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 33 წლის ქალის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 33 წლის ქალის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობენ

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია.

არსებული ინფორმაცით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა, ცეცხლი წაუკიდა, მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.

ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო, ის ამჟამად კლინიკაშია.

რაც შეეხება ქალს, ის გონზე იყო, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი.

შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

კომენტარები