წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის, ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის, ევროპის II თამაშების ჩემპიონისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის იაკობ ქაჯაიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში – წყალტუბოში ვარსკვლავი გამიხსნეს, მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც შევძლებ გულშემატკივრებისა და ქართული სპორტის ქომაგების გახარებას”, – განაცხადა იაკობ ქაჯაიმ.
2024 წელს იაკობ ქაჯაია პარიზში დაგეგმილ ოლიპიადაში მიიღებს მონაწილობას.
კომენტარები