მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოში, საბავშვო ბაღში, რომლის აშენება 227 000 ევრო დაჯდა, სასწავლო პროცესი ვერ იწყება

წყალტუბოში, საბავშვო ბაღში, რომლის აშენება 227 000 ევრო დაჯდა, სასწავლო პროცესი ვერ იწყება

“ქართული ოცნების” მორიგი დაუსრულებელი პროექტი იმერეთში – წყალტუბოში “ოცნების” ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა ადრესატამდე ვერ მიიტანა.

საკურორტო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მე-15 ბაღში, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და 227 000 ევრო დაჯდა, სასწავლო პროცესი არ იწყება.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დევნილი ბავშვები იძულებული არიან სხვა ბაღში დარეგისტრიდნენ.

ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ფონზე ქალაქის მერმა და სხვა ჩინოვნიკებმა რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს თანხმობით ხელფასები გაიორმაგეს.

კომენტარები