მთავარიახალი ამბებისლაიდი

“წყალში გადაყრილი მილიონები და უპატრონოდ მიტოვებული ხალხი, ასეთია ვითარება ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში”

“წყალში გადაყრილი მილიონები და უპატრონოდ მიტოვებული ხალხი, ასეთია ვითარება ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში”

ქუთაისში, მერიის მიერ აშენებულ სოციალურ საცხოვრისში, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები შეასახლეს, მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა.

თაბაშირ მუყაოს ქაღალდისგან აწყობილ კორპუსში კედლები დაზიანებული, ჭერი ავარიული, იატაკი კი ამორტიზებულია.

კორპუსში მცხოვრებლებს ანტკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხალხის ფული გამოიყო, თუმცა შენობა, სადაც 80 ოჯახი შეასახლეს, არაჯეროვნად აშენდა. ამ ფონზე კი ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის მეორე ეტაპს აანონსებს, იმ დროს როცა პირველში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

“წყალში გადაყრილი მილიონები, უხარისხო სამუშაოები და უპატრონოდ მიტოვებული ხალხი, ასეთია ვითარება ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში. ამ ფონზე კი მერია დამატებითი კორპუსის მშენებლობას აანონსებს. სირცხვილია, როდესაც პირველ საცხოვრისში ადამიანები შიშით ცხოვრობენ და ესენი მეორეს აშენებენ”, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

კომენტარები