მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ხალხის ძალაში” გადასული დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, სახელისუფლებო ფრაქციის დატოვების შეთავაზება ვისგან მიიღო

“ხალხის ძალაში” გადასული დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, სახელისუფლებო ფრაქციის დატოვების შეთავაზება ვისგან მიიღო

ქუთაისის საკრებულოს წევრი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ტოვებს და ფრაქცია “ხალხის ძალას” უერთდება, ვერ აკონკრეტებს ვისგან მიიღო წინადადება, რომ “ხალხის ძალას” შეერთებოდა.

ბექა ქებულაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოკლე კომენტარის გაკეთება შეუძლია.

“ამ ეტაპზე ჩემი სამომავლო გეგმები და ხედვები “ხალხის ძალასთან” უფრო ახლოს დავინახე, ვიდრე “ოცნებაში”. სხვას ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, მადლობა”, – აცადებს ქებულაძე.

ცნობისთვის “ხალხის ძალას” ქუთაისის საკრებულოში ამ ეტაპზე მხოლოდ 2 დეპუტატი ჰყავს, ფრაქციის შემქნისთვის კი სამი დეპუტატია საჭირო.

კომენტარები