მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხოჯივანიშვილი, ხუციშვილი, ჯაბადარი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ხოჯივანიშვილი, ხუციშვილი, ჯაბადარი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ხოჯივანიშვილის, ხუციშვილის და ჯაბადარის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ხოჯივანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ხუციშვილი – გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუც – ძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცეს – მა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.

ჯაბადარი – ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.

კომენტარები