მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ ვაპირებ არც ერთ სამსახურში გამოცხადებას” – ქუთაისელი პედაგოგი სოფიო როინიშვილი გაიფიცა

“არ ვაპირებ არც ერთ სამსახურში გამოცხადებას” – ქუთაისელი პედაგოგი სოფიო როინიშვილი გაიფიცა

ქუთაისელი პედაგოგი სოფიო როინიშვილი გაიფიცა.

მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ დროა, ყველამ დატოვოს სკოლა, აუდიტორია და გამოვიდეს ქუჩაში, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სამსახურის დაკარგვაზე მეტად, სამშობლო დაკარგვის საფრთხეა.

“მე, მუსიკოსი, პედაგოგი სოფო როინიშვილი, რომელიც აქამდე უფასო შვებულებებით ვსარგებლობდი საჯარო სამსახურებში იმისათვის, რომ აქციებზე ვყოფილიყავი, ხვალიდან არ ვაპირებ არც ერთ სამსახურში გამოცხადებას!!!

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს – პედაგოგებს გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენი შვილებისა და მოსწავლეების გვერდით!

მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ! საქართველო არასოდეს არ გახდება რუსეთი”, – წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი.

კომენტარები