ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ პერიმეტრზე ძლიერი დაკვამლიანება და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს, თუმცა გარეთ რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი “ჯიბეს” საწყობშია”, – აცხადებს თვითმხილველი.
კომენტარები