მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აფეთქების ხმა მოგვესმა” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

“აფეთქების ხმა მოგვესმა” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ პერიმეტრზე ძლიერი დაკვამლიანება და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს, თუმცა გარეთ რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი “ჯიბეს” საწყობშია”, – აცხადებს თვითმხილველი.

კომენტარები