მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ბაგრატს დროულად მიხედონ და გელათში კატასტროფას მოგუდული მანიპულაციებით ნუ გააღრმავებენ!“

“ბაგრატს დროულად მიხედონ და გელათში კატასტროფას მოგუდული მანიპულაციებით ნუ გააღრმავებენ!“

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” თავმჯდომარე თორნიკე ბარათაშვილი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“ამჯერად ქალბატონი თეა ბაგრატის ტაძრის საკითხზე გაგვიღიზიანებია.

ცუდია, რომ სამინისტრო ასეთ ენას იყენებს ჩვენს მიმართ, თუმცა მესმის გაბრაზების, ისინი მაშინაც პოლიტიკურად ანგაჟირებულებს გვეძახდნენ და დაგვცინოდნენ, როცა გელათის ამბები ყოველდღე სააშკარაოზე გამოგქონდა.

მოგვიანებით მინისტრმა ბოდიალში გვამხილა. მერე აღიარება მოუწია!

ვიტყოდი, ასე განაგრძეთთქო, რადგან მათი ჰაერში გასროლილი თოფი ჩვენმადე ვერასდროს მოაღწევს, თუმცა რამდენადაც ამით საზოგადო საქმე ზიანდება, უბრალოდ მოვუწოდებ ჩვენს მიმართ საგანგებო განცხადებების კეთებას (რაც უკვე საგანგაშო ხასიათს იღებს), ბაგრატს დროულად მიხედონ და გელათში კატასტროფას მოგუდული მანიპულაციებით ნუ გააღრმავებენ!“, – წერს ბარათაშვილი სოციალურ ქსელში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირთა ჯგუფი ცდილობს.

კომენტარები