ხვალ ქუთაისში უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი აგრესორების მიერ მოკლულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 20:00 საათიდან თეთრ ხიდზე მოქალაქეები ყვავილებით და სანთლებით მივლენ.
„ხვალ ქუთაისში, თეთრ ხიდზე 20:00 საათიდან ყვავილებით და სანთლებით პატივი მივაგოთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს
არა გენოციდს! არა ძალადობას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!“, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.
კომენტარები