მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაკავებულის დედა ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით”

“დაკავებულის დედა ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით”

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია, – ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს და პროკურატურასა და შსს-ს მიმართავს.

“სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია!

გამოძიებაში გამოიკითხა გარდაცვლილის არასრულწლოვანი გერი და შვიდი წლის შვილი, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარზე თუ ვინ მოკლა მ. გოგია და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ დედას არანაირად არ მიუძღვის ბრალი ქმრის მკვლელობაში, ხოლო ქალმა შიშის გამო განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი.

ახლა ერთ-ერთი ოჯახის წევრი, რომელიც დაკავებულის დედაა, ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით. ასევე ემუქრება და ითხოვს ნატო ხელაძემ მისი შვილის სასარგებლოდ მისცეს გამოძიებას ინფორმაცია.

ქალზე მიდის  ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა.

მოგმართავთ ყველა შესაბამის უწყებას დროულად უზრუნველყოთ ბავშვების და ქალის უსაფრთხოება!” – წერს ადვოკატი.

მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა.

კომენტარები