მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი აცხადებს, რომ დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი აცხადებს, რომ დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო სხდომაზე, ბრალდებული ქალის გაკეთებული განცხადება გამოძიების გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას თავდაყირა აყენებს.

29 წლის ნატო ხელაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი მას არ მოუკლავს. მკვლელობა კი მისმა ძმამ ჩაიდინა.

ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.

დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდება კი პატიმრობას. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული თავისუფლების  16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები