მთავარიახალი ამბებიწყალტუბო

“დემეს ძმა აღარ ეყოლება, რადგან მამამ დედასთან ერთად ძმა მოუკლა”

“დემეს ძმა აღარ ეყოლება, რადგან მამამ დედასთან ერთად ძმა მოუკლა”

ქმრის მიერ მოკლული ორსული ახალგაზრდა ქალის დეიდაშვილი მომხდარზე საუბრობს.

მისი თქმით, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახი სადილობას აპირებდა.

“საჭმელი უნდა ეჭამათ. ბებიაჩემმა მითხრა, რომ აშკარად მაგიდა გაშლილი იყო – უნდა დამსხდარიყვნენ. ბავშვი იქვე იყო მგონი, კალიასკაში იჯდა თუ ტელეფონზე თამაშობდა ზუსტად არ ვიცი… დემეს ძმა აღარ ეყოლება. ის ობლად გაიზრდება, რადგან მამამ დედასთან ერთად ძმა მოუკლა”, – აღნიშნავს გარდაცვლილის ნათესავი ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

მისივე თქმით, გოგა გზირიშვილი მკვლელობის ჩადენამდე 2 კვირით ადრე ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მას წამლები დაუნიშნეს.

დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღრიცხვაზე იყო და ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა.

ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა 22 წლის, 5 თვის ორსული ცოლი მოკლა.

მოკლულ ქეთა კეპულაძეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში სამშაბათს დაკრძალავენ.

 

კომენტარები