ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან 3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდაა.
თვითმხილეველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა შორის არიან ზესტაფონში მცხოვრები გიორგი აბაშიძე და შმაგი გვალია.
“Საშინელებაა ამდენი ადამიანის ერთად დაკარგვა, ერთი ქალაქიდან. ვიზიარებ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ვუსამძიმრებ ყველას. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები,”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
“გიორგი აბაშიძის გარდაცვალება მეხის გავარდნას გავს. საუკეთესო, გულიანი, ულამაზესი ახალგაზრდა დააკლდება ჩვენს ქალაქს,”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
შსს ინფორმაციას ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მერვე ნაწილით დაიწყო.
კომენტარები