საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 54 300 ადამიანი ცხოვრობს.
2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა 55 100 შეადგენდა, 2020 წელს 55 500-ს, 2019 წელს კი 56 000 ადამიანს.
2012 წელს ზესტაფონში 59 300 ადამიანი ცხოვრობდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველდღიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სტატისტიკას წარმოგიდგენთ.
მკითხველმა უკვე წაიკითხა ქუთაისში, ვანში, სამტრედიასა და ხარაგაულში არსებული მდგომარეობა, სადაც ზესტაფონის მსგავსად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებშიც მოსახლეობის დრამატული კლება აღინიშნება.
კომენტარები