მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს – საგანგაშო სტატისტიკა

ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს – საგანგაშო სტატისტიკა

ქუთაისში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში 129 300 ადამიანი ცხოვრობს.

2021 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 134 400 შეადგენდა, 2020 წელს 135 200-ს, 2019 წელს 1380 200 ადამიანს.

2012 წელს ქუთაისში 153 700 ადამიანი ცხოვრობდა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველდღიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სტატისტიკას წარმოგიდგენთ.

მკითხველმა უკვე წაიკითხა ვანსა და ხარაგაულში არსებული მდგომარეობა, ქუთაისის მსგავსად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებშიც მოსახლეობის დრამატული კლება აღინიშნება.

კომენტარები