მთავარიახალი ამბებისლაიდი

“რიონის ხეობის მცველების” მოთხოვნას შეხვედრასთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი პასუხობს

“რიონის ხეობის მცველების” მოთხოვნას შეხვედრასთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი პასუხობს

მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები ეკონომიკის მინისტრისგან პირისპირ, საჯარო შეხვედრას ითხოვენ და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანია “ენკას” ბაზის ბლოკირებაზე საუბრობენ.
ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა და ლევან დავითაშვილს მიმართა. მისი თქმით, 15-თვიანი პროტესტის მიუხედავად, მათ პასუხი არ აქვთ კითხვებზე.

ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია “ენკასთან” და რას გეგმავს ხელისუფლება. საჯარო მიმართვას, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ პირისპირ რიონის მცველებთან შეხვედრის მოწინააღმდეგე არ არის, თუმცა უმჯობესი იქნება, ევროპის ენერგეტიკული კავშირის პლატფორმის ფარგლებში შეხვდნენ.

“შეიქმნა პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული კავშირის მეშვეობით, ეს არის, ალბათ, ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით არის გამოცდილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავინახეთ ძალიან ბევრი აქტივობა, სამწუხაროდ და ასევე, ენთუზიაზმი, იგივე რიონის ხეობის მცველების.ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ პლატფორმა და არა დავსხდეთ და ვისაუბროთ პირისპირ ჩვენ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ. კომპანია “ენკას” თავისი პრეტენზიები გააჩნია, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები