მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საწვავის ფასი ისევ იზრდება – საქართველოში ბენზინი 4 ლარამდე გაძვირდება

საწვავის ფასი ისევ იზრდება – საქართველოში ბენზინი 4 ლარამდე გაძვირდება

ეკონომისტების პროგნოზებით, თებერვლის ბოლოსთვის საწვავის ფასი საქართველოში, სავარაუდოდ, 4 ლარი იქნება.

ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასთან და იმ მაღალ გადასახადებთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები იხდიან.

ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

“ვითარება ნამდვილად არ არის ოპტიმისტური, მიმდინარე ეტაპზე ფასების ზრდა გარდაუვალია”, – ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მოსახლეობის განმარტებით, საწვავის კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში, მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომენტარები