ქალთა ფონდ “სოხუმის“ ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის 16 აქტიური დღის კამპანიის ფარგლებში, დაიწყო სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის, რომელიც 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ასაკის მსურველმა, რომელსაც შემოქმედებითად წერის უნარი გააჩნია და ამასთან ერთად, დაინტერესდება ფორუმ-თეატრის სპეციფიკით.
სცენარის კითხვის ქრონომეტრაჟი, სასურველია, არ აღემატებოდეს 5 წუთს.
კონკურსში მონაწილეებმა ფონდ „სოხუმის“ ელ.ფოსტის მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ სცენარის ტექსტი და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია).
სცენარი შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ/ ქალთა მიმართ ძალადობას, ბულინგს, ურთიერთობას და კონფლიქტებს თაობებს შორის, ტოლერანტობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობებს და ფემიციდს.
კონკურსში მონაწილეობა შანსს გაძლევთ, მოიგოთ ფულადი პრემია და ასევე, თქვენი სცენარი შევიდეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუდმივ რეპერტუარში.
კომენტარები