ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთი უკვე ამოიყვანეს.
როგორც infoimeret-ის კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ეს ის მამაკაცია, რომელიც მაშველებთან კონტაქტზე იყო.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს სავარაუდოდ, საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მეორე ადამიანს, მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და მის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ადგილზე შეკრებილი არიან მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეშახტეები.
მათი თქმით, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ადამიანები იძულებული არიან, სიცოცხლის რისკის ფასად მსგავს სამუშაოებზე წავიდნენ.
ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს მიწის მასა დღეს, დაახლოებით 6 საათის წინ ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.
კომენტარები