დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ქუთაისშიც. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც გამოფენილია მძიმე ტექნიკა, ასევე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილია ფოტო გამოფენები, სპორტული და კულტურული პროგრამები.
დღის განმავლობაში დაახლოებით 20 ღონისძიება ჩატარდა, რომლებიც გალა-კონცერტით დასრულდება.
26 მაისის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სიმინისტროების ჩართულობით ეწყობა.
კომენტარები