მთავარიახალი ამბებისლაიდი

შემწვარი კურდღელი და მწყერი კეცზე – ჭიათურის მერი ბიუჯეტის ფულით სტუმრებს უმასპინძლდება

შემწვარი კურდღელი და მწყერი კეცზე – ჭიათურის მერი ბიუჯეტის ფულით სტუმრებს უმასპინძლდება

სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს.

ხალხის ფულით, მუნიციპალიტეტის პირველი პირები სტუმრებს რესტორანში ეპატიჟებიან.

“ჭიათურის მერიამ “საპატიო ჭიათურელების” დაჯილდოვებაზე მოსული 100 სტუმარი 13,000-ლარიან სუფრაზე მიიწვია. ფეხბურთელ ზურაბ წერეთლის მემორიალური დაფის გახსნა კი 15-კაციანი სუფრით აღნიშნეს და რესტორანში 1,100 ლარი დახარჯეს. მაგიდაზე არც მწყერი აკლდათ და არც კურდღელი”, – აცხადებენ “აი ფაქტის” მკვლევარები.

ამ ფონზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ყოველდღე უფრო მეტი ადგილობრივი რჩება უსახლკაროდ. ამ დროისთვის დანგრეული ან დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია 30-მდე სახლი. ადგილობრივები ჭიათურის მერიას დახმარებას სთხოვენ.

 

 

კომენტარები