ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, ითხვისის მოსახლეობის სახლების დანგრევის მიზეზი დაკსვნის მიხედვით მეწყერი გახდა.
როგორც გივი მოდებაძემ მერიასთან მიმდინარე აქციის კომენტირებისას განაცხადა, ის ადგილობრივებს აქამდეც არაერთხელ შეხვდა და პრობლემა არც ამჯერად იქნება.
“მოსახლეობა მოვიდა, არავის არ მოუთხოვია შეხვედრა ამ ეტაპისათვის, ჩვენ პირველად არ ვხვდებით, მოითხოვენ შეხვედრას და შევხვდები. რა არის გამომწვევი მიზეზები ეს სხვა არის, მაგრამ სტიქიური უბედურება მოხდა აპრილის თვეში. ჭიათურის მუნიციპალიტეტი იმ დღიდან იყო ჩართული, პირველი, რაც გააკეთა მუნიციპალიტეტმა – გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაუყონებლივ გაასახლა 20 ადამიანი, ყველას უქირავა საცხოვრებელი სახლი და დღემდე იხდის ჭიათურის მუნიციპალიტეტი ამ ბინის ქირებს.
დასკვნა არის ის, რომ ამ სახლების დანგრევის მიზეზი არის მეწყერი, იქ ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე გაშიფრული და თუ მოსახლეობას ამ კუთხით რამე პრეტენზია აქვთ, შეუძლიათ მიმართონ დამოუკიდებელ ექსპერტს, არსებობს ამის თავიდან გადამოწმების შესაძლებლობა”, – განაცხადა მოდებაძემ.
სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას დილიდან მართავს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და მათ პრობლემებზე რეაგირებას ითხოვენ.
ათეულობით ოჯახი აცხადებს, რომ მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი.
ადგილობრივების თქმით, კომპენსაცია, რომელსაც მათ სთავაზობენ, საკმარისი არ არის.
როგორც ისინი აცხადებენ, კომისიის დასკვნა არარეულია, რადგან მათ აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ მათი სოფლის ქვემოთ ითხვისის და შუქრუთის მაღარო 2017 წლიდან მუშაობს.
კომენტარები