ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში გაჩენილი ხანძრის შედეგები ცნობილია – დამწვარია 20 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია.
ხანძრის ჩაქრობას 15 მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, არსებობდა ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხეც.
პრევენციის მიზნით ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები დილამდე დარჩნენ.
კომენტარები