რაჭაში, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი სოფო ბაკურაძის და გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გლოლას საჯარო სკოლაში გაიმართება, ამის შემდეგ კი ცხედრებს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
პარალელურად, რაჭაში სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. მაშველები მიწის მასასა და მდინარის ფერდებზე გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებენ. დღეს სამუშაოების მე-13 დღეა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი. ეძებენ 8 დაკარგულს.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
კომენტარები