მთავარიახალი ამბებისლაიდი

166 000 ლარის მითვისებაში ბრალდებულ ქუთაისის სკოლის ყოფილ ბუღალტერს გირაო შეეფარდა

166 000 ლარის მითვისებაში ბრალდებულ ქუთაისის სკოლის ყოფილ ბუღალტერს გირაო შეეფარდა

ქუთაისის 22-ე სკოლის ყოფილ ბუღალტერს, რომელსაც 166 000 ლარის მითვისებას ედავებიან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

თანხა სკოლის ბიუჯეტიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქრებოდა. სკოლის დირექტორმა ეს მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა ანგარიშზე სოლიდური თანხა აღარ დახვდა.

ბრალუს დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის ქალს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას შესაძლოა, სკოლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც მოუწიოს.

გორისა და ადიგენის შემდეგ, ეს მესამე საჯარო სკოლაა, სადაც ბუღალტერმა 10 ათასობით ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა.

კომენტარები