მთავარიახალი ამბებისლაიდი

18 წლის გოგონა, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

18 წლის გოგონა, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ბექა გელაშვილი ურეკში 18 წლის გოგონას მანქანით დაეჯახა. მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, ასევე, ძალოვანი უწყების თანამშრომელი მამუკა არგანაშვილი.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ბექა გელაშვილს უწყებაში გავლენიანი მფარველი ჰყავს – ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე ალეკო კენჭაძე.

დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ის ფოთის კლინიკიდან ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და ამ დრომდე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.

დაიწყო თუ არა ძალოვანმა სტრუქტურამ გამოძიება, ამ დრომდე უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დააკავეს თუ არა მანქანის მძღოლი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ბექა გელაშვილი.

კომენტარები