მთავარიახალი ამბებისლაიდი

2023 წელს ქუთაისის ბიუჯეტის 45%-ზე მეტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება

2023 წელს ქუთაისის ბიუჯეტის 45%-ზე მეტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს.

2023 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პროექტის თანახმად 85,917 000 ლარს შეადგენს, მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში კი ბიუჯეტის 45,42 % დაიხარჯება.

მომდევნო წელს ბიუჯეტში 13,200 000 ლარი – ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით 5,606 000 ლარია გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების დასაფინანსებლად.

კომისიის წევრების მიერ ასევე მომზადდა რიგი შენიშვნები, რომელიც რეკომენდაციის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას 25 ნოემბერს გაეგზავნება.

გაერთიანებულ სხდომას, საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე უძღვებოდნენ.

კომენტარები