მთავარიახალი ამბებისლაიდი

22 წლის ლიკა გიორგობიანს მეექვსე დღეა, ეძებენ

22 წლის ლიკა გიორგობიანს მეექვსე დღეა, ეძებენ

მეექვსე დღეა, ოჯახი და პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ლიკა გიორგობიანის კვალი ხონში იკარგება, სადაც მან პირველ ივლისს, სასტუმროში გაათენა ღამე, მომდევნო დღეს კი იქვე, ერთ-ერთი საკვები ობიექტის თანამშრომლებს უცხო ენაზე ელაპარაკა.

„ყავა დალია და მიმტანს ინგლისურად ელაპარაკა. ძალიან კარგად ფლობს უცხო ენას. როგორც მიმტანი ამბობს, ის ვერ მიხვდა, რომ ლიკა ქართველი იყო. დაზუსტებით ვიცით, რომ ლიკა ხონში იყო, ამის შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. ბევრი ადამიანი გვეხმაურება, თითქოს იქ ნახეს, თითქოს აქ ნახეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ანუ ლიკას კვალი პირველი ივლისის შემდეგ უკვე გაუჩინარებულია“, – აცხადებს ხათუნა გიორგობიანი “რადიო თავისუფლებასთან”.

ლიკა გვიშტიპში 21 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობს. მშობლები წლებია, ემიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფებიან. ისინი საქართველოში 3 ივლისს ჩამოვიდნენ.

კომენტარები