მთავარიახალი ამბებისლაიდი

3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ

3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ

9-10-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება.

მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება.

 

კომენტარები