6 წლის სამტრედიელი ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ნია ერქვანიძეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა.
ოჯახი სამტრედიაში, ბათუმის ქუჩაზე, ე.წ. მელაურის დასახლებაში ცხოვრობს.
“გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა 6 წლის ნია ერქვანიძე. გითანაგრძნობთ პირველ რიგში დედ-მამას. როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო. სიცოცხლე გაგიმწარდათ და დაგიმახინჯდათ”, – წერს შოთა სიხარულიძე.
კომენტარები