„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას “მესამე ძალა” „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.
როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის წინაშე განახლებული კონფიგურაციითა და შემადგენლობით წარსდგება.
„ნამდვილად იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემოუერთდა „მესამე ძალის“ გუნდს და ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისიც იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კომენტარები