ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც მსუბუქი დაზიანება თავის არეში მიიღო.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები