ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ქუთაისში ხატია დეკანოიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
დეკანოიძემ ამჯერად საფიჩხია-კახიანოურის მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო დანელია წარადგინა.
მოსახლეობასთან მათ 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობასა და რეფერენდუმის მნიშვნველობაზე ისაუბრეს.
“მოსახლეობა ამ სიდუხჭირიდან, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, ზუსტად 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შედეგად უნდა გამოვიყვანოთ, დასაკარგი დრო არ გვაქვს და აუცილებლად უნდა დავასრულოთ ოლიგარქიული მმართველობა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარები