ქუთაისელები ყველაზე მეტად ხმების დაცვას გვთხოვენ, – ამის შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა უქიმერიონის მცხოვრებლებთან მათ მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ კაჭკაჭიშვილთან ერთად გამართა.
“რამდენიმე დღეა, ქუთაისელები ყველაზე მეტად რასაც გვთხოვენ, ხმების დაცვაა. ისინი მზად არიან ცვლილებებისა და უკეთესი მომავლისთვის ჩვენთან ერთად თავს მებრძოლებად მიიჩნევენ.
საკუთარი შვილების, საზღვარგარეთ გადახვეწილი ემიგრანტი ახლობლებისა და მეგობრებისთვის, მზად არიან შეცვალონ ის აწმყო, რომელშიც ამჟამად მთელი ქალაქი იმყოფება. ჩვენ შევცვლით, ჩვენ შეგვიძლია მეტი!”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები