იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც ჟურნალისტი და მსახიობი, დათო ლიკლიკაძეა.
სახელი: დათო
გვარი: ლიკლიკაძე
სამუშაო ადგილი: რადიო „ძველი ქალაქი“, მედია სკოლა, ახალგაზრდული თეატრი.
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… მხოლოდ მსახიობი. მაგრამ მოვკვდებოდი შიმშილით.
ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… რომ არცერთი დღე ერთმანეთს არ გავს.
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… თვით დედამიწას შევაბარბაცებდი. მგონი რაღაც „პონტში“ შევაბარბაცე კიდეც.
ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… როცა „მზეზე“ და ასევე „პირველ არხზე“ ჩემი სიუჟეტის შემდეგ უსახლკაროებს აჩუქეს სახლი. როცა ერთი რეპორტაჟით შევცვალე მათი ცხოვრება.
ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ერთგულებას. თუნდაც არასწორად იყოს ერთგული. მთავარია რისიც სწამს იმ ღირებულებებს არ უღალატოს.
მჯერა, რომ… ყველა სურვილის და ოცნების ახდენა შესაძლებელია. პასუხმა შეიძლება დააგვიანოს, მაგრამ თუ ნებისყოფა გექნება აუცილებლად ახდება.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… გამოუსწორებელი ოპტიმიზმია. აი დღეს როცა წვიმდა გეგმები გვეცვლებოდა რამდენიმე მეგობარს, მე კი ჯიუტად ვიდექი წვიმაში და ვეძახდი მათ, რომ არ წვიმს, მეტიც არ ასველებს ეს წვეთებითქო.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… სიმსუქნე. ადრე სიმსუქნესთან ერთად ფიზიკურადაც არ მომწონდა ჩემი თავი. ბოლო დროს ჩემი თავის შეყვარება დავიწყე, ამ სიმსუქნეს კი ვერ შევეგუე.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ეველინი!
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… კოსმონავტი გამოვსულიყავი. საერთოდ მე თაობა ვარ ბავშვობაში „გაგარინელი“, დიდობაში ვერ გაფრენილი…
ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… 85კგ.
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვმღეროდე ოპერას, ან ვუკრავდე ფორტეპიანოს, ან ვიყო ბალერონი…. რაღაცას მინდა კიდე ვშვებოდე იუმორის გარდა.
ამოჩემებული სამოსი… ასეთი არ მაქვს. ზოგადად ჩაცმაზე არ ვარ გადარეული.
ყველაზე ხშირად მავიწყდება… არაფერიც არ მავიწყდება.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. და თუ კარგად არ არის, ესე იგი ბოლო არ არის.
ადრე ვფიქრობდი, რომ…საუკეთესო არტისტი ვიყავი. მერე გამიარა… ახლა კი, როცა წლები მომემატა ისევ იმ აზრზე ვარ, როგორზეც ადრე.
ახლა ვფიქრობ, რომ... რა ბედნიერი ვარ, ასე რატომ ვუყვარვარ ღმერთს? მან აბსოლუტურად ყველა სიკეთე გამოიმეტა ჩემთვის. იმედია კიდევ ბევრი აქვს გადანახული. თუმცა უკვეც კმაყოფილი ვარ. ამის ღირსიც არ ვიყავი…
თავისუფალ დროს… ეგ რა არის? არასოდეს მქონია J
მეშინია… ყველაფერი რომ კარგად მიდის ჩემს ცხოვრებაში იმის მეშინია… ნეტა ამ ბედნიერების სანაცვლოდ რაიმე ხომ არ უნდა გავიღო?
ვტირი მაშინ, როდესაც... ადამიანები კვდებიან. განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანები. მე მაშინაც კი ვტირი როცა უცნობი ადამიანები მიდიან.
მრცხვენია მაშინ, როდესაც… ფული არ მქონდა. არ იცით როგორ მრცხვენოდა 90-იან წლებში როდესაც მიჭირდა. ამიტომაც შევიყვარე ფული. არ თქვათ ახლა გაჭირვება სირცხვილი არ არისო. არის! ყველა იმსახურებს იყოს მდიდარი. ერთხელ დავიბადეთ!
ყველაზე მეტად მიყვარს... სახლში როცა ვბრუნდები. რადგან მეუღლე და შვილი მელოდება.
არასოდეს გავაკეთებ… იმას რაც დედაჩემს არ უნდა. ვიცი გოიმობაა, მაგრამ რა ვქნა, რომც ვიცოდე რომ დედაჩემი ცდება, მაინც ვერ გადავახტები. დედაჩემის გამო ბევრი რამ გამომრჩა ცხოვრებაში, მაგრამ სამაგიეროდ დედა შემრჩა!
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ვერ ვიხსენებ რაიმეს თქმა მინდოდა და ვერ ვთქვი. ზოგადად მიყვარს ლაპარაკი, თქმა…
სიყვარული არის… ის რაც სალის დანახვაზე მჭირს.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როცა მამა იყო ცოცხალი. მისმა გარდაცვალებამ აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება დამიკარგა.
როდესაც ცუდად ვარ… შევეხიზნები ხოლმე ჩემს ტკივილს. მე მიყვარს ჩემი თავი მაშინაც კი როდესაც ცუდად ვარ.
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… ოღონდ დრელე არ ჩართონ… ბურღი გვაღვიძებს ორი თვეა. რემონტზეა ბინის ფასადი.
ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… როდესაც ვინმეს დავემდურე. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, შეიძლება შერიგებაც ვერ მოასწრო.
პირად ურთიერთობებში ვარ… აბსოლუტურად გახსნილი. გახსნილი კი არა გადახსნილი.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… როცა მე აღარ ვიქნები? აი რაც უნდათ ის ილაპარაკონ, მაგრა მკიდია.
კომენტარები