ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს.
“ცხოვრებაში არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, ვერც ვერავინ გამიბედავდა მსგავსს. ქვეყნისტი – კი.
დღეს ვარ მიშისტი.
ვაღიარებ და ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გმირები ყავდა, ყავს და ეყოლება”, – წერს ამირან ხვადაგიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-8 დღეა, შიმშილობს.
კომენტარები