ვინ გახდება ქუთაისის მერი? იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge საზოგადოებას ინტერაქტივს სთავაზობს.
29 ოქტომბრის ჩათვლით მკითხველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცემა, რის შემდეგაც შემაჯამებელი სტატია მომზადდება, რითაც საზოგადოებას შევატყობინებთ, რას ფიქრობს ჩვენი მკითხველი, როგორია მათი პროგნოზი – ვინ გახდება ქუთაისის მერი.
30 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შედეგებით ხატია დეკანოიძემ იოსებ ხახალეიშვილზე მეტი ხმა მიიღო.
გადადით ლინკზე და მიიღეთ მონაწილეობა ინტერაქტივში
კომენტარები