ქართველი სპორტსმენი იოანე ხვარეშია პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ქუთაისელმა მსროლელმა ბელგრადში მიმდინარე “იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.
ხვარეშიამ 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.
მან თითო ქულით გაუსწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ბოსნიელ ივან სლილიპჩევიჩს და ბულგარელ ვალენტინ მალაკჩეივს.
კომენტარები