მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქალბატონ დეკანოიძეს თუ გონია, რომ 1200 ხმით ჩემზე მეტი ხმის დაგროვება ნიშნავს გამარჯვებას, ძალიან ცდება”

“ქალბატონ დეკანოიძეს თუ გონია, რომ 1200 ხმით ჩემზე მეტი ხმის დაგროვება ნიშნავს გამარჯვებას, ძალიან ცდება”

სახელისუფლებო პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში პირველი ტურის სურათს შეცვლის და გამარჯვებას მოიპოვებს.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, არჩევნების პირველივე ტურში ქალაქის საკრებულოში უმრავლესობით “ქართული ოცნება” შევიდა.

“მოგონილი რეფერენდუმი “ნაციონალებმა” წააგეს წმინდათ, “ქართულმა ოცნებამ” 47%-მდე დააგროვა და ვერანაირ რეფერენდუმზე საუბარი ვერ იქნება. ასევე წააგეს ქუთაისის საკრებულო, სადაც ჩვენ უმრავლესობა გვაქვს. ახლა ქალბატონ დეკანოიძეს თუ გონია, რომ პირველ ტურში 1200 ხმით ჩემზე მეტი ხმის დაგროვება ნიშნავს გამარჯვებას, ძალიან ცდება. ორი პარასკევი დარჩა და დაანახებენ ქუთაისელები, ვინ სად არის ძლიერი და ვინ სად გაიმარჯვებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა “მაესტროს” ეთერში.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში ერთმანეთს ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები