Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან 1 151 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 303 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 438, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 28 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, 36 ადამიანი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.15%
კომენტარები