მთავარისლაიდიქუთაისი

“ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო ბედნიერი”- მაია ყუფარაძე

“ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო ბედნიერი”- მაია ყუფარაძე

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  ტელეკომპანია  “რიონის” ჟურნალისტი, მაია ყუფარაძეა.

სახელი: მაია.

გვარი: ყუფარაძე.

სამუშაო ადგილი: ტელე-რადიო კომპანია ,,რიონი.“

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი…მსახიობი.

ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ინფორმაციების ეპიცენტრში ყოფნა.მოვლენები ტრიალებს შენს წრეზე.საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საშუალება.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ…მეგონა და დღესაც ვფიქრობ , რომ ამ პროფესიაში მთავარია-ღირსება, პროფესიონალიზმი და სიმართლე.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… 2001 წელს , თეატრალური მატარებელი (ქუთაისი-თბილისი-ქუთაისი-თბილისი)

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ნიჭიერებას, მოტივაციას, მეგობრობის უნარს.

მჯერა, რომ…საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის დრო დადგება . ქალაქის ყოფილი და მოქმედი მერები შეძლებენ კონსტრუქციულ ურთიერთობას. ქუთაისი დაიბრუნებს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს. ადამიანები მიხვდებიან, რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ.ახალი თაობა, დაამკვიდრებს ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ურთიერთობების ფორმატს.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… პერფექციონიზმი, ოპტიმიზმი.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში…ზოდიაქოს მიხედვით ვერძი ვარ და ვამართლებ ზოდიაქოს.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის…ჩემი ოჯახი, ჩემი საყვარელი ადამიანები და პროფესიული და სოციალური აქტივობები.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მყოლოდა მოტოციკლი, მეთამაშა სცენაზე და მოერთმიათ ყვავილები.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… ბედნიერი

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვიყო პოლიგლოტი.

ამოჩემებული სამოსი… არ მაქვს. ეგ კი არა თუ ერთი და იგივე მაცვია, მგონია რომ დღე მეორდება.

ყველაზე ხშირად მავიწყდება...ტექსტი. ის , რასაც ვიზეპირებ და იმპროვიზირებით არ ვამბობ.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის …მე შევძლებ.

ადრე ვფიქრობდი, რომ…ვფიქრობდი რომ ვიყავი ეგოცენტრული, მინდოდა ყველაფერი ან არაფერი. აზრებით და მსოფლმხედველობით ვუსწრებდი დროს

ახლა ვფიქრობ, რომ… დრო დამეწია.გავხდი კონსერვატორი.

თავისუფალ დროს… მეგობრებთან ერთად ვსვამ ყავას და ვჭორაობ.

მეშინია...ღვთის შიში მაქვს. ფაქტობრივად ყველა ექსტრემალური სიტუაციის მეშინია, თუმცა თუ კამერით გადაღებაზე ვარ, შემიძლია ,, ეშმაკის ბორბალი“ ყველაზე მაღლა გავაჩერო და ნახევარი საათი ,, ვქანაობდე“ . პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ვხდები გაბედული.

ვტირი მაშინ, როდესაც…  ვტირი , როცა მარტო ვარ.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… როცა ვინმეს ვერ ვეხმარები.

ყველაზე მეტად მიყვარს… ჩემი დების სახეზე სიხარულის დანახვა.

არასოდეს გავაკეთებ… პირველი ,,საბრძოლველად“ არავის გამოწვევ.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…ნიჭი არ ისწავლება, ის უნდა გქონდეს.

სიყვარული არის… თავის დაკარგვა.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… უამრავჯერ.

როდესაც ცუდად ვარ… დავდივარ ქუჩებში.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო…თავდაპირველად გავხსენი თქვენი სააგენტოს გვერდი და დავთვალე ,ჩემი საყვარელი ცუგას ლაიქები. მინდა გაიმარჯვოს. გადავხედე კითხვებს და გავიფიქრე- მინდა პროფესიული გამოწვევების შანსი მქონდეს.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის...იმ დროს ვერ ვხვდებოდი, ახლა არ ვიხსენებ.

პირად ურთიერთობებში ვარ…შორიდან ყველას მიმართ კომუნიკაბელური, რეალურად კი მხოლოდ რამდენიმე მეგობარია ჩემი კომფორტის ზონა. ვარ ფრთხილი და ერთგული.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც...მე ვარ მაია ყუფარაძე.

კომენტარები