მთავარიახალი ამბებისლაიდი

ეგზიტპოლის შედეგებით ქუთაისში ხატია დეკანოიძე იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგებით ქუთაისში ხატია დეკანოიძე იმარჯვებს

“მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხატია დეკანოიძე ლიდერობს.

ხატია დეკანოიძე – 53%

იოსებ ხახალეიშვილი – 47%

აღსანიშნავია, რომ ხატია დეკანოიძემ იოსებ ხახალეიშვილს პირველ ტურშიც აჯობა.

ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.

კომენტარები