მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქურდობას არ უკავშირდება, რადგან წაღებული არაფერია”

“ქურდობას არ უკავშირდება, რადგან წაღებული არაფერია”

ქუთაისში პარტია “საქართველოსთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის ელეონორა არჩაიას ავტომობილი დააზიანეს.

მისი თქმით, ის ეკლესიაში იმყოფებოდა, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ კი ნახა, რომ ავტომობილის მინა ჩამსხვრეული იყო.

ელეონორა არჩაიას თქმით, ავტომობილიდან არაფერია წაღებული, მათ შორის, არც საფულე და პირადი ნივთები, რაც ადასტურებს, რომ მანქანის დაზიანება ქურდობის მიზნით არ მომხდარა.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ფიქრობს, რომ მომხდარი მის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას და ოპოზიციაში გადასვლას უკავშირდება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები