ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატს იმედია კლდიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.
კომენტარები